Logo

ბესიკ ამირანაშვილი მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს

Frontnews image description

დღეს საქართველოს სკოლებში მეთორმეტე კლასელებისთვის ბოლო ზარი ირეკება. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი აბიტურიენტებს სკოლის დამთავრებას ულოცავს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებს. 

 

“დღეს ბოლო ზარი ირეკება მე-12 კლასელებისთვის. ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიხართ, რომელიც კიდევ უფრო მეტად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანისთვის. გილოცავთ სკოლის დამთავრებას.  ახლა იწყებთ დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმას თვითრეალიზებისთვის, რისთვისაც მნიშვნელოვანია შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება და იმედი მაქვს, მიღებულ ცოდნას როგორც საკუთარი მიზნების მისაღწევად, ასევე ქვეყნის კეთილდღეობისთვის გამოიყენებთ. 

 

მჯერა, თქვენი წვლილი ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში უმნიშვნელოვანესი იქნება. 

 

გისურვებთ წარმატებებს!” – წერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე.

Advertisement