ბესიკ ამირანაშვილი – მინდა, თითოეულ ქართველს მოგილოცოთ ისტორიული დღე, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია


ავტორი
Front News საქართველო
დღეს, ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ევროსაბჭოს მიეცა რეკომენდაცია, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. მინდა, თითოეულ ქართველს და ამ ქვეყნის პატრიოტს მოგილოცოთ, ეს მართლაც და, ისტორიული დღე. დღე, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია, – ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ბესიკ ამირანაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მისი თქმით, დღევანდელი დღე საქართველოსა და ქართველი ხალხის გამარჯვებაა.
“ჩვენი, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის სურვილი, საერთო ეროვნული მისწრაფება, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, დღეს კიდევ უფრო მეტად ხელშესახები გახდა და ეს ჩვენი ერთობლივი მიღწევაა.
ევროკომისიის ანგარიში პოზიტიური გზავნილებით არის სავსე და დადებითად აფასებს საქართველოს გაწეულ სამუშაოს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, რაც ჩვენი ხელისუფლების თავდაუზოგავი მუშაობის შედეგია. მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, სამთავრობო გუნდს, პარლამენტს, სახელისუფლებო პარტიასა და ყველა იმ ადამიანს, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა აღნიშნული შედეგის მისაღწევად. ეს შედეგი კი ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის რეალური წევრობისკენ მიმავალი გზის დასაწყისია.
სიმბოლურიცაა, რომ ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნება, სწორედ ილია ჭავჭავაძის, საქართველოს თავისუფლებისა და თანამედროვე სახელმწიფოებრიობის უდიდესი გულშემატკივრის, დაბადების დღეს დაემთხვა. საქართველოს ადგილი ევროპაშია და ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის მომავალი წევრია, ეს დღეს ევროკომისიის გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა”, – განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.
თაგები:
ბესიკ ამირანაშვილი

სალომე ზურაბიშვილი – ჩვენი გზა დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, ჩვენი სტაბილურობის საფუძველია

“მინდა, დიდი პატივისცემით და სიყვარულით მოგილოცოთ რამაზან-ბაირამის დღე, ეს არის სიყვარულის, სიკეთის და სითბოს დღე”

ირაკლი ღარიბაშვილი – მჯერა, ჩვენი სწორი, პრაგმატული, შედეგზე გათვლილი პოლიტიკის შედეგად, ჩვენი ქვეყანა მოახერხებს მშვიდობიან დეოკუპაციას