ბესიკ ამირანაშვილმა რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ავტორი
Front News საქართველო
სამხარეო ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილმა რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი და სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე როგორც გარდამავალი, აგრეთვე 2022 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს.
თაგები:
ბესიკ ამირანაშვილი




