ბესიკ ამირანაშვილმა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ავტორი
Front News საქართველო
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ბესიკ ამირანაშვილის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო თათბირი გაიმართა.
სამუშაო თათბირზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის: რეგიონის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი შესრულების ვადები გეგმა-გრაფიკთან მიმართებაში; მიუსაფარი ცხოველებისთვის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის აშენების საჭიროება
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში 6-ვე მუნიციპალიტეტის მერთან გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ვარდიაშვილი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი მარინა გაჩეჩილაძე, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოსო ალიბეგაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე ესწრებოდნენ.
თაგები:
ბესიკ ამირანაშვილი




