Logo

ბესიკ დონაძე - ეს ორგანიზაცია იყო ტვირთი ბიუჯეტისთვის

პოლიტიკა
187
Frontnews image description

რაჟდენ კუპრაშვილი იყო სრულად დამორჩილებული ხელისუფლებას და ეს ორგანიზაცია იყო ტვირთი ბიუჯეტისთვის, - ამის შესახებ კორუფციის მკვლევარმა ბესიკ დონაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ეს სამსახური იყო შექმნილი იმისთვის, რომ ევროკავშირისთვის დაენახვებინათ, რომ თითქოს, რაღაც ორგანიზაცია შექმნეს, რომელიც კორუფციას ებრძოდა.

"ამ სამსახურის ფუნქციონირებისთვის მხოლოდ მშენებლობებში დაიხარჯა დაახლოებით 25 მილიონი ლარი და ახლა აღმოჩნდა, რომ ის შენობები, რომლებიც აშენდა, ის შენობები, რომლებიც გარემონტდა და შეიძინეს, არის უფუნქციო. ეს ზუსტად ისე უფუნქციოდაა, როგორი უფუნქციოც იყო ეს სამსახური შექმნის დღიდან.

ეს სამსახური იყო შექმნილი იმისთვის, რომ ევროკავშირისთვის დაენახვებინათ, რომ თითქოს, რაღაც ორგანიზაცია შექმნეს, რომელიც კორუფციას უნდა ებრძოლოს, რეალურად, არ ჰქონდა კორუფციასთან ბრძოლის დროს გამოძიების უფლებამოსილება, შესაბამისად, ეს ორგანიზაცია იყო უმოქმედო და უფუნქციო. რაჟდენ კუპრაშვილი იყო სრულად დამორჩილებული ხელისუფლებას და ეს ორგანიზაცია იყო ტვირთი ბიუჯეტისთვის", - განაცხადა ბესიკ დონაძემ.

2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო უქმდება, მისი ფუნქციები სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები