
ავტორი
Front News საქართველო
გლდანის რაიონის გამგეობის ეზოში აშენებს კორპუსს ვასილ ჩიგოგიძე, ოღონდ კომპანია მის დისშვილზე არის გაფორმებული – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრი, კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე აცხადებს.
თბილისის მერიამ 19-სართულიანი მშენებლობის ნებართვა შპს “ტერასა გრინ თაუერს” მისცა, რომლის 50%-იანი წილის მფლობელი “ქართული ოცნების” მილიონერი დეპუტატის ვასილ ჩიგოგოიძის დისშვილია, დონაძის თქმით, რეალურად ამ მშენებლობის უკან ვასილ ჩიგოგიძეა.
მრავალსართლიანი კორპუსის მშენებლობა თითქმის დასრულების პროცესშია.
დონაძის განცხადებით, თბილისის მერია ხელისუფლებასთნ დაახლოებულ პირებს ყველაფრის ნებას აძლევს, დაუცველ ადამიანებს კი ბოლომდე სჯის.
“ვასილ ჩიგოგიძე აშენებს კორპუსს გლდანის გამგეობის ეზოში, უბრალოდ, მისი დიშვილი არის გაფორმებული ფიქტიურ მეწილედ იმ კომპანიის, რომელიც აწარმოებს მშენბლობას.
თბილისის მერიაში დამკვიდრებულია, თუ არის “ქართლი ოცნების” წარმომადგენელი, ან მასთან დაახლოებული, ან მათი ბიზნეს პარტნიორი, ამ ადამიანებს ყველაფერის საშუალება ეძლევათ, მათ აქვთ უფლება, ააშენონ, რაც უნდათ და სადაც უნდათ, მაგრამ როდესაც ადამიანს არ აქვს სახლი, არ აქვს თავშესაფარი და ის ადამიანი რაღაც გადაცდომას ჩაიდენს, მას სჯიან ბოლომდე”, – განაცხადა ბესიკ დონაძემ.
თაგები:
გლდანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს