Logo

ბესიკ დონაძე – ივანიშვილს თუ თავისი ფული შემოაკლდა, ფულის შოვნას დაიწყებს ჩვენი ბიუჯეტიდან

პოლიტიკა
1366
Frontnews image description

პირველი, რაც არის გასაკეთებელი, ბიძინა ივანიშვილი არის ხელისუფლებიდან წასაშლელი, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა ბესიკ დონაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილის ფინანსური კრიზისის შემთხვევაში, ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიწყებს ფულის ხარჯვას.

“ნებისმიერი სანქცია ბიძინა ივანიშვილზე აისახება ფინანსურად ძალიან ცუდად. ოღონდ, აქ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილს თუ თავისი ფული შემოაკლდა, ეს ადამიანი ფულის შოვნას დაიწყებს ჩვენი ბიუჯეტიდან – 24 მილიარდიდან.

პირველი, რაც არის გასაკეთებელი, ბიძინა ივანიშვილი არის ხელისუფლებიდან წასაშლელი. სხვა შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იპოვის საქართველოში იმის საშუალებას, რომ თუ ხელისუფლებაში დარჩა, დაკონფესირება გააკეთოს თავისი დაკარგული ფულის”, – განაცხადა ბესიკ დონაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები