
ავტორი
Front News საქართველო
პასუხისმგებლობა ეკისრება კახი კალაძეს და ძალიან ცუდად იქცევა, როდესაც ისრები გადააქვს კომპანიაზე, – ამის შესახებ ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრმა ბესიკ დონაძემ განაცხადა.
“მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება კახი კალაძეს და ძალიან ცუდად იქცევა, როდესაც ისრები გადააქვს კომპანიაზე. მინდა შევახსენო კალაძეს, რომ მიღება- ჩაბარების აქტი არსებობს, რომელზეც მერიის თანამშრომლები აწერენ ხელს, რომ ვაკის პარკში არსებული კასკადი და შადრევნები ჩაბარებულია და ყველაფერი არის კარგად, გამომდინარე აქედან, პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ ხელისმომწერს, ესენი არიან თანამდებობის პირები: გიგაშვილი, წერეთელი, უტიაშვილი, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ ამ მიღება- ჩაბარების აქტზე, რადგან ამ ადამიანებმა ხელი მოაწერეს, რომ ყველაფერი არის კარგად, ყველაფერი არის უსაფრთხოდ“, – განაცხადა დონაძემ.
ვაკის პარკში, სადაც გუშინ ქალაქის მერმა შადრევანი საზეიმოდ გახსნა, დღეს დენის დარტყმის შედეგად ერთი ბავშვი გარდაიცვალა, 2 კი მძიმედ დაშავდა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს