Logo

ბესიკ კუსიდი აფხაზეთის სამედიცინო ცენტრ “დიომედის” ხელმძღვანელობას შეხვდა

საზოგადოება
142
Frontnews image description

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი პირველ მოადგილე მანონა გეჯუასთან და სამედიცინო ცენტრ “დიომედის” დირექტორთან ნათია ფარცვანიასთან ერთად თბილისში მდებარე დევნილთა პოლიკლინიკების ხელმძღვანელობას შეხვდა.

მინისტრმა თბილისის პოლიკლინიკებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულებების თანამედროვე სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოება უმნიშვნელოვანესია, ეს საკითხი აქტუალურია და შესაბამისი პროცესები დაწყებულია.

“აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია დევნილთა პოლიკლინიკების განვითარება და დევნილი მოსახლეობისთვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა”, - განაცხადა ბესიკ კუსიდმა.

პოლიკლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრები და ადგილზე ვითარების გაცნობა მომავალშიც გაგრძელდება, რომლის მიზანია არსებული გამოწვევების დროული იდენტიფიცირება, მათზე ეფექტიანი რეაგირება და სამომავლო გეგმების დასახვა.

Advertisement