ბესიკ კუსიდი თბილისის წამყვანი კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი ჩაფიძის, ღუდუშაურის და ჩაჩავას კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა კლინიკის დირექტორებს და სამედიცინო პერსონალს მხარდაჭერისთვის, თანამშრომლობისთვის და დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნისთვის მადლობა გადაუხადა.
ჩაფიძის სახელობის გულის ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე წელს უფასო კარდიოლოგიური კვლევები 300-მდე აფხაზეთიდან დევნილ პირს ჩაუტარდა.
აფხაზეთიდან დროებით დევნილ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ორსულები ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრში პირველი კონსულტაციის სერვისით უფასოდ სარგებლობენ. ასევე ბენეფიციარები „მშობელთა სკოლაში“ უფასოდ ერთვებიან.
ჩაჩავას კლინიკაში აფხაზეთიდან დროებით დევნილ ქალბატონებს აქციის ფარგლებში უფასო გინეკოლოგიური კვლევები უტარდებათ. აღნიშნული აქციები ხელს უწყობს ზოგიერთი პათოლოგიის დროულ გამოვლინებას და მათ პრევენციას.
მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.
თაგები:
ბესიკ კუსიდი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


