ბესიკ თამლიანის სასამართლო პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
სამოქალაქო აქტივისტის ბესიკ თამლიანის სასამართლო პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის დროს ბესიკ თამლიანი დააკავეს, ახლა სამოქალაქო აქტივისტების აქცია იმართება.
აქტივისტების თქმით, ბესიკ თამლიანი უნადაშაულოა. ის მიხეილ სააკაშვილის პლაკატით და საქართველოს დროშით სასამართლოს ეზოში მდებარე ჯიხურზე ავიდა, რასაც პოლიციელების რეაქცია და მისი დაკავება მოყვა.
აქტივისტები აცხადებენ, რომ ბესიკ თამლიანი უნდა გაათავისუფლონ, რადგან არანაირი საფუძველი მისი პატიმრობაში დარჩენის, არ არსებობს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა იგეგმება.
ბესიკ თამლიანის ადვოკატის თქმით, ის ელოდება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მის აცილებას მოითხოვს, რადგან მათ შორის არის პოლიტიკურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა.
თაგები:
ბესიკ თამლიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს