Logo

ბესიკ თამლიანმა წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ შიმშილობა გამოაცხადა

სამართალი
01.12.2021 / 18:30
Frontnews image description

29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის მხარდასაჭერ აქციაზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს სასამართლომ  წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

 

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ მიიღო.

 

ბესიკ თამლიანის თქმით, ის მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და შიმშილობას იწყებს. როგორც მან აღნიშნა, მორიგ სასამართლო პროცესამდე, რომელიც  2022 წლის 27 იანვარს ჩაინიშნა, 55 დღეა და 55 დღე იშიმშილებს. 

 

თამლიანს  ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ზეწოლით, ძალადობით ან მუქარით სახელმწიფო საზოგადოებრივი წესრიგის დამცავის მიმართ საქმიანობაში ხელშეშლას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ამასთან, ბესიკ თამლიანი ბრალდებულია 20 ივნისის საქმეზე და 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.

Advertisement