ბესიკ წერედიანი – ერთადერთი, რასაც ხელისუფლება ჩემი დაკავებით მიიღებს, იქნება კიდევ ერთი მოშიმშილე პატიმარი

ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბესიკ წერედიანი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მას დააკავებენ, ხელისუფლება კიდევ ერთ მოშიმშილე პატიმარს მიიღებს.
“კითხვები ჰქონდათ იმ ჩანაწერებზე და ფრაზებზე, რაც ამ ჩანაწერებში ჟღერს. პასუხები მიიღეს ამომწურავი. ჩემი ხშირი ლოკაციის ადგილი არის პარტიის ოფისი და პრეზიდენტის ბიბლიოთეკა, იქ სადაც მიდის საუბარი ამ ქვეყნის მომავალზე. არანაირი გეგმა ბუნებაში არ არსებობს, ეს იყო მოსაზრებები, რომელიც გაჟღერდა, არავითარი უკანონო არ იყო. სუს-მა მითხრას, როგორ უნდა გავიგო როდის გაიყვანენ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ციხეში? მე როგორ უნდა გავიგო თუ ისინი ამას არ გამოაცხადებენ ტელევიზიით? იმდენად დარწმუნებულია ამ ქვეყნის მოქალაქეები და საერთაშორისო მეგობრობა, რომ სააკშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა არ შეიძლება, მე რომ ვთქვა, რომ არ შეიძლება მისი იქ გადაყვანა, კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებებით, რაც მე მაქვს, რომ ხელი შევუშალონ ამ პროცესს, ეს ჩემი უფლებაა, პიკეტრიება, დემონსტრაციებიც, მანიფესტაციებიც და ა.შ.
ხმის ავთენტურობას არ ვადასტურებ. საუბარი ამოღებულია რამდენიმე ჩანაწერიდან, შეერთებულია, შესაბამისად, ხმის და გადაბმის ავთენტურობა უნდა დაადასტუროს სანდო ექსპერტიზამ. საუბრის კონტექსტი რაც არის, ეს ადასტურებს ჩემ განწყობას, მაგრამ კონკრეტულად ეს საუბარი როდის იქნა ჩაწერილი, ეს ექსპერტიზამ უნდა დაადასტუროს. გამომძიებელი მეცოდებოდა იმდენად უხერხულ მდგომარეობაში იყო, როდესაც კითხვებს სვამდა. ერთადერთი პერსპექტივა, რაც ამ საქმეს გააჩნია ეს არის ჩემი ორთვიანი დაკავება. ერთადერთი, რასაც ხელისუფლება ჩემი დაკავებით მიიღებს, ეს იქნება კიდევ ერთი მოშიმშილე პატიმარი, პოლიტიკური შავი ხვრელი და ის სიტუაცია, რაც ახლა ხდება რუსთავის ციხეში“, – განაცხადა წერედიანმა.
თაგები:
ბესო წერედიანი




