Logo

ბესო დონაძე - ვაფრთხილებდით ხელისუფლებას და საზოგადოებას, რომ რუსეთთან თანამშრომლობა არის ქვეყნისთვის უსაფრთხოების პრობლემა

პოლიტიკა
70
Frontnews image description

ჩვენ ვაფრთხილებდით საქართველოს ხელისუფლებას და საზოგადოებას, რომ რუსეთთან თანამშრომლობა არის ქვეყნისთვის უსაფრთხოების პრობლემა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა და კორუფციის მკვლევარმა ბესო დონაძემ განაცხადა.

მისივე თქმით,  ისეთ დროს, როდესაც რუსეთს უჭირს ნავთობის რეალიზაცია, მიზანი იყო, რომ საქართველო ყოფილიყო დამხმარე.

"ჩვენ ვაფრთხილებდით საქართველოს ხელისუფლებას და საზოგადოებას, რომ რუსეთთან თანამშრომლობა არის ქვეყნისთვის უსაფრთხოების პრობლემა, ასევე არის ქვეყნის რეპუტაცია და საბოლოო ჯამში, ის ტერმინალი, რომელიც გაიხსნა, თავიდან ბოლომდე რუსული ფულით არის გაკეთებული და შესაძლებელია, რომ მისი გაკეთებაც სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ აი, ასეთ დროს, როდესაც რუსეთს უჭირს ნავთობის რეალიზაცია, საქართველო ყოფილიყო დამხმარე მისთვის", - განაცხადა ბესო დონაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები