Logo

ბესო ქათამაძე – ვისაც მართლა უჭირს, ის ადამიანები ქუჩაში ჰყავთ, მათი პარტაქტივი კი არაფრის კეთებაში თვეში 600- 900 ლარს იღებს

პოლიტიკა
854
Frontnews image description

სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილი 300-ლარიანი სამსახურები “ოცნების” აქტივისტებისთვისაა, მათი პარტაქტივი სრულიად არაფრის კეთებაში თვეში 600- 900 ლარს იღებს, სამ-სამი პირი ჰყავთ დასაქმებული, – ამის შესახებ  ოზურგეთის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ბესო ქათამაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, გურიის რეგიონი ძირითადად სოციალურ დახმარებებზეა დამოკიდებული. 

 

“გურია მოწყვლადი რეგიონი, რომელიც ძირითადად სოციალურ დახმარებასა და თხილზეა დამოკიდებული,   მეტი შემოსავალი არ არის, სიმინდის მოსავალიც კი არ მოვიდა წელს.  პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ითვალისწინებს სოციალურად   დაუცველების ბაზაში რეგისტირებული ადამიანების  დასაქმებას  300 ლარიან სამსახურში, მაგრამ ეს სამსახური  მხოლოდ ოცნების აქტივისტებისთვისაა.  ოჯახები და მათი პარტიული აქტივი დაასაქმეს აქ.  

 

ვისაც მართლა უჭირს,  ის ადამიანები ქუჩაში ჰყავთ, ქუჩებს ალაგებინებენ.  მათი პარტაქტივი კი სრულიად არაფრის კეთებაში,  თვეში 600- 900 ლარს იღებს, სამ-სამი პირი ყავთ დასაქმებული“, – განაცხადა  ქათამაძემ.

თაგები:

გურია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები