
ავტორი
Front News საქართველო
“თუ მე სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვა შემიძლია 17-18 წლის გოგოებთან, მაშინ ესენი გადასატრიალებლები არიან” – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ბესიკ წერედიანი სუს-ის განცხადებას.
“შეხვედრის დროს გამოთქვამდა სხვადასხვა მოსაზრებებს ადამიანები, როგორ შეიძლება შეუშალოს ხელი ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობას. მე მიმაჩნია რომ ამ ქვეყნის ნებისმიერმა მოქალაქემ, ვინც ფიქრობს ხვალინდელ დღეზე, ამ პროცესს ხელი უნდა შეუშალოს ყველა იმ მეთოდით, რომელიც დაშვებულია კონსტიტუციით. კონსტიტუციით დაშვებულია დემონსტრაციები, შეკრება ადამიანების, პროტესტის გამოთქმა… თუ მე პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვა შემიძლია 17-18 წლის გოგოებთან, მაშინ ესენი გადასატრიალებლები არიან და გადატრიალდებიან კანონიერი ხერხითა და მეთოდით, რასაც არჩევნები ჰქვია”, – აცხადებს წერედიანი.
თაგები:
სუსი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს