“ბევრ შემთხვევაში მითქვამს: არა, მე ამას ასე, ადამიანურად, ჰუმანურად და ამ მაღალი სტანდარტით ალბათ, ვერ შევძლებდი-მეთქი”


ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" დეპუტატმა თეა წულუკიანმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, "მინისტრის საათის" ფარგლებში მოსმენისას, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, გომელაური საქმეს ჰუმანურად და მაღალი სტანდარტებით უძღვება.
"ბატონო ვახტანგ, მე არ მაქვს კითხვა, მე მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და როგორც ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, ამ მოწვევის პარლამენტის წევრმა, თითოეულ პოლიციელს, მაშველს, მესაზღვრეს, თქვენი დიდი სისტემის თითოეულ თანამშრომელს და პირადად თქვენ, გითხრათ ძალიან დიდი მადლობა გაწეული სამსახურისთვის, შემართებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში მე დამიყენებია ჩემი თავი თქვენს ადგილას და მითქვამს: არა, მე ამას ასე, ადამიანურად, ჰუმანურად და ამ მაღალი სტანდარტით ალბათ, ვერ შევძლებდი-მეთქი"-განაცხადა წულუკიანმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს