“ბევრი გადაწყვეტილებაა მისაღები, საკმაოდ სერიოზული მსჯელობა მიდის და უახლოეს დღეებში დავასრულებთ საბოლოოდ”


ავტორი
Front News საქართველო
პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა, დაპირისპირებაა, მაგრამ პიროვნული დაპირისპირებები, ხელშესახები ისეთი, რაც მედიისთვის საინტერესო იქნება, ნამდვილად არ არის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
„დღეს გავაგრძელებთ საუბარს და ალბათ, კიდევ უფრო სერიოზული ანალიზი იქნება. არა მარტო იმაზე, რა უნდა შევცვალოთ ამ წუთისთვის, არამედ იმაზე, თუ რა უნდა იყოს მომავალშიც.
ბევრი გადაწყვეტილებაა მისაღები, საკმაოდ სერიოზული მსჯელობა მიდის და უახლოეს დღეებში, ამ კვირის განმავლობაში დავასრულებთ საბოლოოდ და გამოვაცხადებთ, რისი ინტერესიც აქვს საზოგადოებას. გადაწყვეტილებებზე ისაუბრებენ პარტიის ლიდერები, იმის შესახებ, რაც იქნება. მე არა მაქვს იმის მოლოდინი, რომ ვინმე პარტიის დატოვებას აპირებს, მაგრამ ის, რომ ლიდერებისა და ხელმძღვანელობის ფუნქციების ცვლილებები შეიძლება იყოს, ამაზე ბუნებრივია, ჩვენ ვმსჯელობთ.
პარტიაში, თუ დავარქმევთ იმას, რომ აზრთა სხვადასხვაობაა, აზრთა დაპირისპირება არის, მაგრამ პიროვნული დაპირისპირებები მნიშვნელოვანი, ხელშესახები ისეთი, რომ მედიისთვის საინტერესო იყოს, ნამდვილად არაა. პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი ნამდვილად არაა. აქაა საუბარია ისეთ საკითხებზე, რომლებიც არჩევნების შემდეგ წამოიწია“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს