
ავტორი
Front News საქართველო
"სტარტეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამნისტიის კანონის შესახებ საიას პოზიციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ კომპეტენციაში ეჭვი შეაქვს.
"დღეს გამოვიდა ბევრი იურისტი, რომლის კომპეტენციაშიც სერიოზული ეჭვი შემეპარა. განსაკუთრებით გამიკვირდა საიას გაუგებარი განცხადება.
პირველ დღეს ამ შეთანხმებაზე იძახის, რომ აუცილებელია და მეორე დღეს იძახის, რომ უნდა გადაიხედოს ეს ყველაფერი.
ხელმძღვანელი ამბობს, რომ არაადამიანურ მოპყრობაზე არ უნდა გავრცელდესო და უნდა იცოდეს იურისტია, რომ ამაზე ისედაც ვერ გავრცელდება, რადგან ამას კონვენცია იცავს.
როგორც კი კანონპროექტი დარეგისტრირდება ყველა კითხვას გაეცემა პასუხი და ეს ყველამ ერთად უნდა გავიაროთ", – განაცხადა ვაშაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს