Logo

ბევრი ტექნიკა და 800-მდე ოკუპანტი ერთ დღეში - უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინა
141
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 084 570 (+780) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 03.09.25-მდე: ტანკები – 11 157 (+1), ჯავშანტექნიკა – 23 237 (+4), საარტილერიო სისტემები – 32 342 (+41), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1477 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1213 (+0), თვითმფრინავები – 422 (+0), ვერტმფრენები – 340, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 55 784 (+338), ფრთოსანი რაკეტები – 3664 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 60 600 (+112), სპეციალური ტექნიკა – 3956 (+4).

Advertisement