
ავტორი
Front News საქართველო
არავითარი პრობლემა არ არის, მოდიან ტურისტულად, შეიძლება ისედაც დარჩნენ, რაღაცები იყიდონ, უძრავი ქონებაც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეები, თუ საქართველოში უძრავ ქონებას შეიძენენ და აქ საცხოვრებლად დარჩებიან, ამაში ცუდი არაფერია.
“თუ ადამიანს უჭირს, გვერდით არ უნდა დავუდგეთ? რა მნიშვნელობა აქვს, რუსეთის მოქალაქეა თუ ამერიკის? მაგის მიზეზით, რომ ვიღაც შეიძლება შემოგვეპაროს, მაშინ დავკეტოთ საზღვრები და არავინ შემოვუშვათ?
არავითარი პრობლემა არ არის, მოდიან ტურისტულად, შეიძლება ისედაც დარჩნენ, რაღაცები იყიდონ, უძრავი ქონებაც, მაგრამ ეს არ არის პრობლემა, ყველგან ასე ხდება.
რა არის ამაში ცუდი? იყიდოს კაცო, იყიდოს, რა მერე? ადამიანი, რომელიც გაშიფრულია და რაღაც აგენტურული ქსელები აქვს და შეიძლება რაღაცა გააფუჭოს სახელწიფოს წინააღმდეგ, ეს კონტროლდება“, – განაცხადა წაქაძემ.
თაგები:
ბეჟან წაქაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს