ბიძინა გიორგობიანი - აგრესიის ობიექტებად პერიოდულად იქცევიან ადამიანები, რომლებიც ეფექტურად ებრძვიან კრიმინალს, ბოლო ხანებში ასეთად ამოარჩიეს მამუკა მდინარაძე


ავტორი
Front News საქართველო
კორუფციის, ნარკოტრაფიკის და კრიმინალთან ეფექტური ბრძოლის ავტორი საქართველოს მოქმედი ხელისუფლებაა. განსაკუთრებული როლი ამ საქმეში ეკუთვნის უსაფრთხოების სამსახურს და მის ახალ ხელმძღვანელ მამუკა მდინარაძეს. მართალია დიდი ხანი არ გასულა რაც ეს ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი ხელმძღვანელობს უსაფრთხოების სამსახურს, მაგრამ ძალიან მოკლე პერიოდში მან წარმატებით დაასრულა ყველა ოპერაცია, რაც სამსახურს გარკვეული დროის განმავლობაში ჰქონდა მომზადებული, - წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, საქართველოს წარმატება აზარალებს კრიმინალურ სამყაროს, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურ მხარდაჭერას იღებს უცხოეთიდან და საქართველოში მოქმედი პარტიული თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.
გიორგობიანის განმარტებით, ამ კრიმინალური დუეტის ყველაზე ეფექტური იარაღი დღეისათვის რამდენიმე საინფორმაციო საშუალებაა, რომლებმაც მიზანში მამუკა მდინარაძე ამოიღეს, რომლის მიმართ, ბევრი დაუსაბუთებელი ბრალდება მოგვისმენია.
“საქართველოში კორუფციის და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები მართლაც სამაგალითოა. გაბედულად შეგვიძლია ვთქვათ აღმოსავლეთ ევროპის და ყოფილი სსრკ ქვეყნების ფონზე საქართველო წესრიგის, კორუფციასთნ ბრძოლის და ეკონომიკური ზრდის ტემპით, ყველა საერთაშორისო რეიტინგით მოწინავე და სამაგალითოა. საქართველოს ასეთ წარმატებას ჰყავს საკუთარი შემოქმედი, ბენეფიციარი და რა თქმა უნდა არიან, დაზარალებული კრიმინალური კარტელებიც.
კორუფციის, ნარკოტრაფიკის და კრიმინალთან ეფექტური ბრძოლის ავტორი საქართველოს მოქმედი ხელისუფლებაა. განსაკუთრებული როლი ამ საქმეში ეკუთვნის უსაფრთხოების სამსახურს და მის ახალ ხელმძღვანელ მამუკა მდინარაძეს. მართალია დიდი ხანი არ გასულა რაც ეს ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი ხელმძღვანელობს უსაფრთხოების სამსახურს, მაგრამ ძალიან მოკლე პერიოდში მან წარმატებით დაასრულა ყველა ოპერაცია, რაც სამსახურს გარკვეული დროის განმავლობაში ჰქონდა მომზადებული. შედეგად თავიდან იქნა აცილებული სავარაუდო ტერაქტი და სახელმწიფო ხაზინის არნახული ზარალი.
როგორც ითქვა ასეთი გაბედულ ქმედებას ჰყავს საკუთარი ბენეფიციარი, ეს სახელმწიფო ინტერესებია, რომელიც პირნათლად დაიცვა იმ ორგანიზაციამ, რომელსაც ეს კონსტიტუციურად ევალება კიდეც, მაგრამ არსებობს "დაზარალებულიც“ ესაა კრიმინალური სამყარო, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურ მხარდაჭერას იღებს უცხოეთიდან და საქართველოში მოქმედი პარტიული თუ NGO ორგანიზაციების მხრიდან. ყოველი ცალკეული შემთხვევა უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტ- ჯგუფების და მათი საინფორმაციო საშუალებების მხრიდან განიხილება როგორც „რეჟიმის ზეწოლა“. უკვე არ აქვს მნიშვნელობა ეს დამნაშავე ნარკოგამსაღებელია თუ წვრილმანი ხულიგანი.
საქართველოში 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, კრიმინალი აქტიურად მოქმედებდა პოლიტიკური საფარის ქვეშ. ამის მაგალითები უახლესი ისტორიიდან უამრავია. დღეისათვის მათი ურთიერთკავშირი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ამ კრიმინალური დუეტის ყველაზე ეფექტური იარაღი დღეისათვის რამდენიმე საინფორმაციო საშუალებაა, რომლებიც რევოლუციის პარალელურად ჩვეულებრივ კრიმინალებს პოლიტპატიმრებად და „რეჟიმის ტყვეებად“ ასაღებენ, საკუთარ, დაზომბებულ მრევლში. ამ საინფორმაციო საშუალებების განსაკუთრებული აგრესიის ობიექტებად პერიოდულად იქცევიან ის ადამიანები და მათი ოჯახის წევრებიც კი რომლებიც საქართველოს ინტერესების დასაცავად, ეფექტურად ებრძვიან კრიმინალს. ბოლო ხანებში ასეთად ამოარჩიეს მამუკა მდინარაძე. მის წინააღმდეგ უამრავი დაუსაბუთებელი ბრალდება მოგვისმენია, მახსოვს მის მიმართ ეგზალტირებული „მწერლის“ ბუღაძის ღვარძლიანი დახასიათება, როდესაც რევოლუციის მორიგი მცდელობისას, „ტექნიკური მთავრობის“ ოპერაცია ჩაუვარდათ NGO აქტივისტებს. მაშინაც დიდი იყო მამუკა მდინარაძის წვლილი და დღესაც ასეა. ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, დღეს 1992 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ პირველად, მიმდინარეობს საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მაღალ პროფესიულ დონეზეიცავს საქართველოს ინტერესებს და აღარ ხუჭავს თვალს დანაშაულზე ვინც არ უნდა ჩაიდინოს ის. მინდა წარმატება ვუსურვო და სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო, ახალი თაობის ნიჭიერ პოლიტიკოსებს, ასევე ყველა პროფესიონალს, საქართველოს ინტერესების დაცვისათვის ამ ძნელ გზაზე”, - წერს ბიძინა გიორგობიანი.
თაგები:
ბიძინა გიორგობიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს