
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენგან ელჩის საკონსულტაციოდ გაწვევა, მაშინ როდესაც ბელორუსიდან არ გაუწვევიათ ელჩი, ძალიან უცნაურია და იმ პოლიტიკური ძალის დაკვეთას ჰგავს, კიევში წლებია რევკომი რომ აქვს მოწყობილი, – ამის შესახებ ყოფილი პოლიტპატიმარი ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.
“ღმერთი შეეწიოს უკრაინას ამ უსამართლო ომში, მაგრამ ჩვენგან ელჩის საკონსულტაციოდ გაწვევა, მაშინ როდესაც ბელორუსიიდან არ გაუწვევიათ ელჩი, ძალიან უცნაურია და იმ პოლიტიკური ძალის დაკვეთას ჰგავს, კიევში წლებია რევკომი რომ აქვთ მოწყობილი. ალბათ გახსოვთ 1991 აგვისტოში მოსკოვის პუტჩის პერიოდში, საქართველოს თავშეკავებული რეაქცია, რამაც ათასობით ქართველი ყმაწვილის სიცოცხლე იხსნა, როგორ შეფასდა ქართული ექსტრემისტული ოპოზიციისხრიდან დემოკრატიის ღალატად, მაგრამ წლების შემდეგ აღმოჩნდა, ერთადერთი პრაგმატული ნაბიჯი ყოფილა. ჩვენ დიდი მადლობელი ვართ უკრაინული სახელმწიფოსი, რომელმაც რუმინეთის შემდეგ მეორემ ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა (რაზეც ბევრს დაგვცინოდა კამაზებზე ამხედრებული ოპოზიცია), მაგრამ საომარი მოქმედებების გადმოტანა უკვე ოკუპირებულ საქართველოში, აბსოლუტურად არ შედის ჩვენს ეროვნულ ინტერესებში. ასევე ძნელად გასაგებია 50 მილიონიანი ქვეყნისაგან, გადაშენების პირას მყოფი ქართველების საომრად მოწვევა რუსეთის წინააღმდეგ. რუსებთან ომი რომ შეგვეძლოს საქართველოს დავიხსნიდით პირველ რიგში. რა თქმა უნდა, ნაცების პათოლოგიებს ომის სურვილზე არ ვაკომენტარებ“, – წერს გიორგობიანი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს