ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე ლიანა ისაკაძის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის სამძიმრის წერილს ავრცელებს.
“ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ გამორჩეული მუსიკოსის, მევიოლინე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო. ლიანა ისაკაძე გახლდათ თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინე, უდიდესია მისი წვლილი მუსიკალური ხელოვნების განვითარების, პოპულარიზაციის საქმეში. მისი შესრულება გამოირჩეოდა არტისტიზმით, ღრმა მუსიკალურობითა და ვირტუოზულობით.
საქართველოს სახალხო არტისტს სხვა უმნიშვნელოვანეს ჯილდოებთან ერთად მიღებული აქვს ღირსების ორდენი, თბილისისა და ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება.
გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ ქალბატონი ლიანა ისაკაძის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელ ჩვენს საზოგადოებას“, – აღნიშნულია წერილში.
თაგები:
ბიძინა ივანიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს