Logo

ბიძინა ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს ჩემპიონობას ულოცავს

პოლიტიკა
950
Frontnews image description

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს ჩემპიონობას ულოცავს.

“ჩვენს საამაყო და სასახელო სპორტსმენს მერაბ დვალიშვილს საჩემპიონო ბრძოლაში გამარჯვებას ვულოცავ.

მერაბ დვალიშვილი დაუღალავი შრომისა და ბრძოლისუნარიანობის ნამდვილი მაგალითია. მან ფასდაუდებელი შრომა გასწია ამ წარმატების მისაღწევად.

სწორედ დიდი მოთმინებით, დისციპლინითა და მიზანდასახულობით შეიძლება სასურველი მიზნის მიღწევა.

მერაბ დვალიშვილის სახით, ჩვენს სამშობლოს, ამ პატარა საქართველოს, უკვე მეორე ჩემპიონი ჰყავს. მას კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი, მსოფლიო მასშტაბით საქართველოს სახელის წარმოჩენისთვის”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

თაგები:

Advertisement