ბიძინა ივანიშვილი – მინდა მივმართო საზოგადოებას, გამოვიდნენ არჩევნებზე, ძალიან მარტივი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი


ავტორი
Front News საქართველო
მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ გამოვიდნენ არჩევნებზე. ძალიან მარტივი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი: ან ჩვენ ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას, ჩვენს სამშობლოს, იზრუნებს ქვეყანაზე, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომელმაც საკუთარი არჩევანი მთაწმინდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე უკვე დააფიქსირა.
როგორც მან აღნიშნა, წლევანდელი არჩევნები იმითაა გამორჩეული, რომ უცხო ქვეყანას აქვს გამოკვეთილი ინტერესები, რომელსაც მყისვე დაავალებს აგენტურას იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში გამარჯვება მოახერხა. ეს ინტერესი კი საქართველოს ომში ჩართვას გულისხმობს.
„წლევანდელი არჩევნები და დღევანდელი არჩევნები იმითაა გამორჩეული, რომ უცხო ქვეყანას გამოკვეთილი ინტერესები აქვს, რომელიც შეუძლია მყისიერად დაავალოს აგენტურას, თუ ჩვენ მოვახერხებთ და მათ ავირჩევთ. მოგეხსენებათ, სამეზობლოში ომია, იმ ქვეყანას, რომელიც მართავს აგენტურას და რომელიც დღეს სამწუხაროდ პოლიტიკაშია, სასწრაფო დავალება აქვს, რომ როგორმე საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში, გარწმუნებთ, ამას არ დასჭირდება დიდი დრო, ეს მოხდება მყისიერად და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ, მივიღებთ კატასტროფას და მივიღებთ ქვეყნის ნანგრევებს.
გარდა ამისა, ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ არჩევნებით, რომ პოლიტიკა გავასუფთაოთ კრიმინალისგან, ჩვენ უნდა მოვახერხოთ, ხარისხობრივად მივიღოთ ახალი საზოგადოება, სადაც არ იქნება ასეთი ანტაგონიზმი, არ იქნება ასეთი სიძულვილის ენა, არ იქნება ასეთი პოლარიზაცია. პოლარიზაციის საფუძველი გახლავთ სწორედ ის, რომ ერთი ნაწილი პოლიტიკოსების ზრუნავს და ცდილობს ქვეყანა სამშვიდობოზე გაიყვანოს და გამარჯვებისკენ წაიყვანოს, მეორე ნაწილი, რომელიც ემსახურება უცხო ქვეყანას, აგენტურად წოდებული პოლიტიკოსები ცდილობენ იმას, რაც აინტერესებს უცხო ქვეყანას და ეს ინტერესი დღეს გამოიხატება მხოლოდ იმ ომში, რომელიც ჩვენს სამეზობლოში სამწუხაროდ, მიმდინარეობს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
თაგები:
ბიძინა ივანიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს