
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს.
“გილოცავთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას. 4:1 – ერთა ლიგაზე, ჩეხეთის ნაკრებთან მიღწეული ამ დამაჯერებელი გამარჯვებით ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ უზომოდ გაგვახარა თითოეული ქართველი გულშემატკივარი. ევროპის ჩემპიონატზე შთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ აშკარა იყო, რომ ქართული ფეხბურთისთვის ახალი, განსაკუთრებული ეპოქა დაიწყო, რაც გუშინდელი თამაშით კიდევ ერთხელ დადასტურდა.
ვულოცავ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მებრძოლი, ერთ მუშტად შეკრული და საამაყო გუნდის ჩამოყალიბებაში წვლილი შეიტანა. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება“, – აღნიშნულია ივანიშვილის წერილში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს