Logo

ბილ კლინტონი – ვგრძნობ პირად პასუხისმგებლობას, რადგან მე მათ ვაიძულე დათანხმებოდნენ ბირთვულ იარაღზე უარს

მსოფლიო
368
Frontnews image description

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა მედიასთან გაიხსენა, როგორ იყო 1990-იან წლებში ერთ-ერთი მათგანი, ვინც უკრაინის ბირთვულ განიარაღებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

 

”ვგრძნობ პირად პასუხისმგებლობას, რადგან მე მათ (უკრაინა) ვაიძულე დათანხმებოდნენ ბირთვულ იარაღზე უარს. არავის სჯერა, რომ რუსეთი შეიჭრებოდა, თუ უკრაინას ბირთვული იარაღი ექნებოდა”, – განაცხადა კლინტონმა.

 

მისივე თქმით, პუტინი, განსხვავებით მისი წინამორბედი ბორის ელცინისგან, არ დაუჭერდა მხარს ბუდაპეშტის მემორანდუმის ანალოგს.

 

“უკრაინელებს ეშინოდათ მიეცით მისთვის ბირთვული იარაღი, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს ერთადერთი რამ იყო, რაც მათ იცავდა ექსპანსიონისტური რუსეთისგან. პუტინმა, პირველივე შემთხვევაში დაარღვია შეთანხმება და თავდაპირველად დაიპყრო ყირიმი. ამის გამო საშინლად ვგრძნობ თავს, რადგან უკრაინა ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა”, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

 

მისივე თქმით, აშშ-სა და ევროპის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა ურყევი უნდა დარჩეს.

თაგები:

უკრაინა
Advertisement