Bild – ბერბოკი გაერო-ს უშიშროების საბჭოს არ დაესწრო, რადგან ლავროვის ტყუილების მოსმენა არ სურდა


ავტორი
Front News საქართველო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გუშინ გაეროს უშიშროების საბჭოზე არ იმყოფებოდა, რადგან არ სურდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ცრუ განცხადებების მოსმენა.
როგორც გამოცემა Bild წერს, მინისტრი სუდანიდან გერმანელი მოქალაქეების გადარჩენით იყო დაკავებული.
“ლავროვს სურდა მოეწყო უშიშროების საბჭოში იმის დემონსტრირება, რომ ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობს, რუსეთი კი მთელი თავისი სისასტიკით აგრძელებს უკანონო აგრესიულ ომს“, – ნათქვამია სტატიაში.
გერმანელმა ოფიციალურმა პირებმა Bild-ს განუცხადეს, რომ გერმანიას არ სურდა ასეთ ცინიკურ და პროპაგანდისტულ თამაშებში მონაწილეობა და ბერბოკმა განზრახ უარი თქვა ლავროვის ტყუილების მოსმენაზე.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს