ბიულეტენების 15%-ის დათვლის შემდეგ ერდოღანს 56,67% აქვს, ქილიჩდაროღლუს – 37,40%

ავტორი
Front News საქართველო
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგების დათვლა მიმდინარეობს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 15%. მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს 56,67% აქვს, მის კონკურენტს ქემალ ქილიჩდაროღლუს კი 37,40%.
ოფიციალური მონაცემები ადგილობრივი დროით 21:00 საათზე გამოცხადდება.
საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
თაგები:
რეჯეფ თაიფ ერდოღანი




