ბიულეტენების 90%-ის დათვლის შემდეგ ვლადიმერ ზელენსკის ხმების 73,18% აქვს


ავტორი
Front News საქართველო
თბილისი: უკრაინაში ბიულეტენების 90%-ის დათვლის შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატ ვლადიმერ ზელენსკის ხმების 7318 პროცენტი აქვს, მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს კი – 24,49%.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნული შედეგი უპრეცედენტოა, რადგან მსგავსი მასშტაბის ნდობა ამ დრომდე არც ერთ კანდიდატს არ მოუპოვებია.
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაცით, ზელენსკი ლიდერობს ყველა ოლქში ლვოვის გარდა, სადაც მას 34,13%-მა დაუჭირა მხარი, პოროშენკოს კი – 63.12%-მა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ოფიციალურ შედეგებს უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია სავარაუდოდ, 30 აპრილს გამოაცხადებს.
უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ არჩევნებზე მასობრივი დარღვევები არ დაფიქსირებულა.
უკრაინის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია მაისის ბოლოს გაიმართება.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

ბიულეტენების 15%-ის დათვლის შემდეგ ერდოღანს 56,67% აქვს, ქილიჩდაროღლუს – 37,40%

ირაკლი კობახიძე – რიში გვიმტკიცებს, რომ არის არჩევნების მიუკერძოებელი დამკვირვებელი აშშ-ის სენატიდან და თან მმართველ ძალას უწოდებს ვიგინდარას, რა ფასი აქვს ამის შემდეგ მის რომელიმე განცხადებას

N302-ის, N308-ისა და N314-ის შემდეგ, ახალი ავტობუსები N301 მარშრუტზე იმოძრავებენ