
ავტორი
Front News საქართველო
მიმდინარე სასესიო კვირაში, პირველ დეკემბერს, მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს მოუსმენს.
“განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოსმენა, მინისტრის საათის ფორმატში ხუთშაბათს პლენარულ სხდომაზე შესვენების შემდეგ, დღის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ, 15:00 საათზე გაიმართება“, – განაცხადა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, მიმდინარე სასესიო კვირა დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტებს დაეთმობა, ხოლო სახალხო დამცველს პარლამენტი მომდევნი – სასესიო კვირაში აირჩევს. მისივე თქმით, მომავალ სასესიო კვირაში იგეგმება ასევე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება.
თაგები:
ბიურო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს