ბიუროს სხდომაზე მიმდინარე კვირაში დაგეგმილ საპარლამენტო აქტივობებზე იმსჯელეს


ავტორი
Front News საქართველო
ბიუროს სხდომამ ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განსახილველად, შესაბამისი კომიტეტები განსაზღვრა.
დეპუტატებმა ცნობად მიიღეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი ზარქუას არჩევის საკითხი.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ეკა სეფაშვილი დაასახელა.
მიმდინარე კვირაში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე გიორგი ფანგანის წარდგინებას განიხილავს.
ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციას მოისმენს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აუდიტების ანგარიშების შესახებ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს