Logo

ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის ფინალისტები ცნობილია

Frontnews image description

თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტში ბიზნეს დაჯილდოება 2022, ჟიურიმ ფინალისტი კომპანიები გამოავლინა. სულ 5 ნომინაციაში 15 ფინალისტი შეირჩა. 

 

საუკეთესო პროდუქტი 

 

POSTRED

 

Logicemeter

 

ATOM Kids

 

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი 

 

კერნელი

 

Calen Ai

 

Artistio

 

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა

 

ლიდერი

 

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU)

 

საქართველოს ეტლების საწარმო

 

გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში

 

აბბე ტიმეო

 

სადგური Bahnhof Station

 

უდაბნო

 

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება 

 

Veli.Store 

 

პაცცა 

 

ეპიზოდი

 

წელს ბიზნეს დაჯილდოების მონაწილეებს 2 სპეციალური ჯილდოს მოგების შესაძლებლობა ექნებათ – გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის. UN Women-მა დააწესა სპეციალური ჯილდო, გენდერული თანასწორობისთვის, ხოლო GCPF-მა (Global climate partnership fund) – მწვანე ინიციატივებისთვის. 

 

ნაწილობრივ შეიცვლა გამარჯვებულების გამოვლენის წესიც. წელს პირველად, გამარჯვებულების შეფასების პროცესში  მომხმარებლებიც ჩაერთვებიან,  კერძოდ, ისინი  ნომინაციაში – გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება საუკეთესო ბიზნესის გამოვლენაში მიიღებენ მონაწილეობას. მონაწილე ბიზნესების მომხმარებლების კვლევას, პროექტის კიდევ ერთი პარტნიორი,  კვლევითი კომპანია ANOVA უზრუნველყოფს.   ბიზნეს დაჯილდოებაში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, წელს პროექტში მონაწილეობის სურვილი რეკორდული რაოდენობის, 412 – მა კომპანიამ გამოთქვა.  პროექტის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა და ბიზნეს სოციუმის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. დაჯილდოების ფინალური ღონისძიებამდე, რომელიც დეკემბერში გაიმართება, სულ ცოტა დრო დარჩა. 

 

პროექტის პარტნიორები არიან VISA (მთავარი სპონსორი) და „აწარმოე საქართველოში“.

 

(R)

თაგები:

თიბისი
Advertisement