ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა


ავტორი
Front News საქართველო
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულ სანდრო წივწივაძეს აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, წივწივაძეზე იყო წარსულში გაფორმებული ის იარაღი, რომლითაც ჯანგველაძე მოკლეს, შემდეგ კი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა.
ადვოკატის თქმით, წივწივაძე კოლექციონერია და 2019 წელს სახლიდან იარაღი დაკარგა, რის თაობაზეც პოლიციაშიც ჰქონდა გაცხადებული.
წივწივაძე 2025 წლის 24 მაისს დააკავეს და მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღება) სამი ეპიზოდი წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების ექვსიდან ცხრა წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
თაგები:
პატიმრობა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა