ბიზნესმენმა მიხეილ ლომთაძემ ყაზახეთში მიმდინარე პროცესების ფონზე 1.7 მილიარდი დოლარი დაკარგა


ავტორი
Front News საქართველო
ყაზახეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა მიხეილ ლომთაძემ ყაზახეთში მიმდინარე პროცესების ფონზე 1.7 მილიარდი დოლარი დაკარგა. მისი ქონება დაახლოებით 32%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes ავრცელებს.
ამ დროისათვის ქართველი ბიზნესმენის ქონება 3.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და Forbes-ის რეიტინგში 956-ე ადგილს იკავებს.
ლომთაძე ფინტექ-კომპანია Kaspi-ს ერთ-ერთი მფლობელია. აღნიშნული კომპანია უდიდესი საფინანსო სერვისების მიმწოდებელია ყაზახეთში, რომელსაც 18.5-მილიონიანი მოსახლეობიდან 7 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.
ყაზახეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, ლონდონის ბირჟაზე უმსხვილესი ყაზახური კომპანიების აქციები, მათ შორის Kaspi.kz-ის, მკვეთრად დაეცა. კომპანიამ ერთ სავაჭრო დღეში, 2022 წლის 5 იანვარს 30%-ზე მეტით იზარალა.
ამ დროისთვის მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის 500 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგში რამდენიმე დღეა, აღარ იძბნება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს