Logo

ბლინკენი – აშშ 31 მაისს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს

უკრაინა
1379
Frontnews image description

31 მაისს ამერიკის შეერთებული შტატები ახალ ანტირუსულ სანქციებს დააწესებს, რომელიც ექსპორტის შეზღუდვებს ითვალისწინებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

 

“ხვალ ჩვენ გამოვაცხადებთ ახალ ზომებს, რომელიც ეფუძნება ტექნოლოგიების ექსპორტის კონტროლს, რომლებიც აღმოჩენილია ირანულ დრონებში და გამოიყენება უკრაინის მოქალაქეებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის“, – განაცხადა ბლინკენმა.

 

აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე რეგულარულად აწესებს.

Advertisement