ბლინკენი – აშშ დამატებით გამოყოფს დაახლოებით 368 მილიონ დოლარს უკრაინისთვის


ავტორი
Front News საქართველო
აშშ უკრაინას დამატებით 368 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს, – ამის შესახებ Twitter-ზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი წერს.
“უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი ერთგულება ურყევია. აშშ დამატებით გამოყოფს დაახლოებით 368 მილიონ დოლარს ჰუმანიტარული დახმარების სახით უკრაინელი ხალხისა და ლტოლვილებისთვის, რომლებსაც რუსეთის მიერ დაწყებული სასტიკი ომის გამო საკუთარი ქვეყნის დატოვება მოუწიათ“, – წერს ბლინკენი.
იქამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისათვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის გადაცემის ახალ პაკეტს მოაწერა ხელი.
თაგები:
ენტონი ბლინკენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს