ბლინკენი ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პეკინში ჩავიდა. ის პირველი ამერიკელი დიპლომატია, რომელიც ჩინეთს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეწვია.
ბლინკენის თქმით, აშშ მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ჩინეთთან კომუნიკაციის პირდაპირი არხის შენარჩუნება, მიუხედავად ქვეყნებს შორის არსებული განსხვავებებისა.
“მწვავე კონკურენცია მოითხოვს მდგრად დიპლომატიას, რათა უზრუნველყოს, რომ კონკურენცია არ გადაიზარდოს დაპირისპირებაში ან კონფლიქტში”, - განაცხადა ბლინკენმა ჩინეთში მისი პირველი მოგზაურობის წინ 2018 წელს.
ამერიკელი დიპლომატი პეკინში ორი დღის განმავლობაში დარჩება. წყაროების თანახმად, არც ერთი მხარე არ ელის ურთიერთობებში გარღვევას, რადგან ქვეყნები რიგ საკითხებზე ვერ თანხმდებიან. თუმცა, პეკინიც და ვაშინგტონიც სულ უფრო მეტად გამოხატავენ ინტერესს უფრო მეტი სტაბილურობის მისაღწევად.
ბლინკენი პეკინში 2023 წლის თებერვალში უნდა ჩასულიყო, მაგრამ მაშინ ეს აშშ-ის საჰაერო სივრცეში სავარაუდოდ, ჩინური ჯაშუშური ბუშტის ჩამოგდების შემდეგ გადაიდო.
თაგები:
ენტონი ბლინკენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს