
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ და მრავალმა სხვა ქვეყანამ არამხოლოდ გამოვთქვით შეშფოთება კანონის მიღებასთან დაკავშირებით, ასევე მივიღეთ ზომები ამ შეშფოთების გამოსახატავად, ვფიქრობ, კიდევ მეტსაც ნახავთ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოში მიღებულ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.
“თქვენ ძალიან სწორედ აღნიშნეთ უზარმაზარი ძვრების შესახებ რეგიონში. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული შეშფოთებები, თუმცა ასევე გვაქვს რეალური შესაძლებლობები. თქვენ აღნიშნეთ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი საქართველოში. ჩვენ და მრავალმა სხვა ქვეყანამ არამხოლოდ გამოვთქვით ჩვენი ღრმა შეშფოთება ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მის მიღებასთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე მივიღეთ ზომები ამ შეშფოთების გამოსახატავად. ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტსაც ნახავთ. ეს ცხადია.
ვფიქრობ, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ მიმართულებას, რომელიც საქართველოსა და ქართველის ხალხის უმრავლესობას სურს. ასე რომ, ჩვენთვის ცნობილია ეს გამოწვევები, მათ შორის საქართველოში. ასევე ძალიან ფოკუსირებული ვართ გარკვეულ შესაძლებლობებზე და ეს შესაძლებლობები რეალურია“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა ბრუკინგსის ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე საქართველოსთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ.
თაგები:
ენტონი ბლინკენი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს