ბლინკენი – ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები კონტრშეტევას უახლოეს კვირებში გეგმავენ

ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ცნობილია, რომ უკრაინა შეტევას უახლოეს კვირებში ამზადებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
“ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები კონტრშეტევას გეგმავენ უახლოეს კვირებში”, – აღნიშნა ბლინკენმა.
მისი თქმით, ბრძოლის ველზე წარმატება არის საუკეთესო და ალბათ, ყველაზე სწრაფი გზა მოლაპარაკებებისკენ, რომელიც მოიტანს სამართლიან და მდგრად მშვიდობას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე განმარტა, რომ რუსეთის გეგმები უკვე ჩაიშალა.
“რუსეთმა უკვე მარცხი განიცადა იმ გაგებით, რომ რის მიღწევას თავდაპირველად ცდილობდნენ იყო უკრაინის რუკიდან გაქრობა, უკრაინის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა, უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის აღმოფხვრა. მათ ამას ვერ მიაღწიეს და არც გამოუვათ”, – განაცხადა ბლინკენმა.
თაგები:
ენტონი ბლინკენი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


