Bloomberg - აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები უახლოეს დღეებში ირანზე ვაშინგტონის შესაძლო დარტყმისთვის ემზადებიან


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ემზადებიან, რომ ვაშინგტონი ირანს უახლოეს დღეებში დაარტყას, - ამის შესახებ Bloomberg წერს.
წყაროების ცნობით, სიტუაცია კვლავ ვითარდება და შესაძლოა, შეიცვალოს. ზოგიერთმა პირმა შაბათ-კვირას დარტყმის პოტენციურ გეგმებზე მიუთითა.
სხვა წყაროს ცნობით, რამდენიმე ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელმაც დაიწყო თავდასხმისთვის მზადება.
ამავდროულად, თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ყველა ვარიანტი განიხილება.
როგორც Bloomberg წერს, ოფიციალური პირების მზადება იმის ნიშანია, რომ ვაშინგტონი ინფრასტრუქტურას თეირანთან პირდაპირი კონფლიქტისთვის ამზადებს.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ დარტყმამდე რამდენიმე დღით ადრე ლოდინი ირანის ლიდერებს საშუალებას აძლევს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აჩვენონ, რომ ისინი მზად არიან უარი თქვან ურანის გამდიდრების შესაძლებლობების ნაწილზე, რათა შეაჩერონ ამერიკული თავდასხმის შესაძლებლობა.
ამასთან, WSJ-ის ცნობით, ტრამპმა ირანზე აშშ-ის თავდასხმის გეგმა დაამტკიცა, თუმცა, ის მის განხორციელებას აჭიანურებს, რათა ნახოს, იტყვის თუ არა თეირანი თავის ბირთვულ პროგრამაზე უარს.
Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპი ბოლო დღეებში ერთი მთავარი საკითხით შეშფოთებულია: შეძლებენ თუ არა აშშ-ის რაკეტები ირანის ბირთვული ობიექტის განადგურებას. საუბარია ფორდოუს მიწისქვეშა ურანის გამდიდრების ქარხანაზე, რომელიც მთაში მდებარეობს.
ასევე, Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპი ბოლო დღეებში ერთი მთავარი საკითხით შეშფოთებულია: შეძლებენ თუ არა აშშ-ის რაკეტები ირანის ბირთვული ობიექტის განადგურებას. საუბარია ფორდოუს მიწისქვეშა ურანის გამდიდრების ქარხანაზე, რომელიც მთაში მდებარეობს.
ამ ღამით ასევე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ აშშ შესაძლოა, არა ერთ, არამედ რამდენიმე ობიექტზე დარტყმას ამზადებდეს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს