Bloomberg - უკრაინა და ევროპელი პარტნიორები ომის დასრულების 12-პუნქტიან გეგმას ამზადებენ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა, ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, ამუშავებს გეგმას ომის დასრულების შესახებ ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ. ის 12 პუნქტისგან შედგება, - ამის შესახებ Bloomberg წერს.
გამოცემის წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თავმჯდომარეობით შექმნილი სამშვიდობო კომისია შემოთავაზებულ გეგმას განახორციელებს.
12-პუნქტიანი წინადადება მოიცავს ორივე მხარის ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებას, საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას, ყველა დეპორტირებული ბავშვის უკრაინაში დაბრუნებას და ტყვეების გაცვლას, ასევე, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს, ომის შედეგად მიყენებული ზიანის აღსადგენად სახსრებს და ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების გზას.
ამავდროულად, Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები თანდათან შემსუბუქდება, თუმცა დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის ოდენობის გაყინული საბანკო აქტივები დაბრუნდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსკოვი დათანხმდება უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში მონაწილეობას. აგრესიის განახლების შემთხვევაში, შეზღუდვები აღდგება.
ასევე, გეგმის თანახმად, მოსკოვი და კიევი ოკუპირებული ტერიტორიების მართვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დაიწყებენ, თუმცა არც ევროპა და არც უკრაინა, არცერთ ოკუპირებულ ტერიტორიას იურიდიულად რუსეთის საკუთრებად არ აღიარებენ.
"გეგმის დეტალები ჯერ კიდევ დაზუსტების პროცესშია და შეიძლება შეიცვალოს, ხოლო განხორციელებას ვაშინგტონის მხარდაჭერა დასჭირდება. ამასობაში, ევროპელი ოფიციალური პირები ამ კვირაში გეგმავენ შეერთებულ შტატებში ვიზიტს გეგმის განსახილველად.
წინადადება შეესაბამება ტრამპის ბოლოდროინდელ მოწოდებებს კონფლიქტის მიმდინარე პოზიციებზე შეჩერების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამდე", - წერს Bloomberg.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა