
ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" დეპუტატის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თამარ ჟვანიასთან ოპოზიციას და სამართლიან არჩევნებს ბოდიში აქვთ მოსახდელი.
"იმედი მაქვს, ამ მოწოდებას ჩემი ოპონენტები გაიზიარებენ. პირველ რიგში, მათ ბოდიში უნდა მოუხადონ თამარ ჟვანიას და შემდეგ თამარ ჟვანია გადაწყვეტს, უნდა მას წასვლა, თუ არა. ბოდიში მოსახდელი აქვს ბევრს ამ ქვეყანაში თამარ ჟვანიასთან, მათ შორის ოპოზიციას, სამართლიან არჩევნებს და სხვებს, ვინც დააბრალა მას და ცესკო-ს ისეთი რაღაცები, რომელიც საბოლოო ჯამში, ვერანაირად ვერ დაამტკიცეს.
ბოდიშს თუ არ მოიხდიან, მინიმუმ, ის გამბედაობა მაინც ჰქონდეთ, რომ მივიდნენ და ჰკითხონ, რა გადაიტანა ამ ქალმა იმ დღეებში, არჩევნების შემდეგ, რა დონის შეტევა იყო მის მიმართ, პიროვნულად. ასე რომ, მინიმუმ ის მაინც მოიკითხონ, რას გრძნობდა ეს ადამიანი იმ დღეების განმავლობაში", – განაცხადა პაპუაშვილმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს