“ბოდიშს ვიხდი ჩადენილი დანაშაულისთვის, არ გამაჩნდა არავითარი პოლიტიკური შეხედულება”


ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის რაიონულ ორგანიზაციის ოფისის დაზიანებაში ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
პროცესზე სიტყვით ისარგებლეს თავად ბრალდებულებმაც, რომლებმაც განაცხადეს, რომ ზარალის ანაზღაურებაზე მზად იყვნენ.
"ბოდიშს ვიხდი ჩადენილი დანაშაულისთვის, რადგან ვიმყოფებოდი ზედმეტად ნასვამი. არ გამაჩნდა არავითარი პოლიტიკური შეხედულება, არანაირი პოლიტიკური განზრახვა არ ეს ყველაფერი მომივიდა სიმთვრალის ფონზე", – აღნიშნა სასამართლოზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა.
გამოძიების ინფორმაციით, 2 მარტს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა შეუწყნარებლობის მოტივით, დააზიანეს ქალაქ გორში გარსევანიშვილის ქუჩაზე მდებარე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის რაიონული ორგანიზაციის ქონება, რამაც 1500 ლარის ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს