ბოლნისის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ზამურ ჭითანავა ახალგაზრდებს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა ახალგაზრდებს შეხვდა.
შეხვედრისას ადგილობრივმა ახალგაზრდებმა საკუთარი ინიციატივები და მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა წარმოადგინეს. როგორც ზამურ ჭითანავამ აღნიშნა, ახალგაზრდებთან დიალოგი ყოველთვის მნიშვნელოვანია.
"მოხარული ვარ, რომ მოვისმინე ახალგაზრდებისგან საინტერესო იდეები და წინადადებები. შეხვედრისას მათ გავუზიარე ჩვენი სამომავლო გეგმებიც და დარწმუნებული ვარ, ერთად ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ", – განაცხადა ჭითანავამ.
მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს აქტიურობისთვის, ნდობისთვის და გაზიარებული იდეებისთვის. მისი თქმით, ახალგაზრდებთან ერთად მუშაობა ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების და უკეთესი მომავლის შექმნას.
თაგები:
ბოლნისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს