ბოლო ინფორმაციით, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა


ავტორი
Front News საქართველო
თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანია დაშავებული, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
თავდაპირველად ინფორმაცია ერთი დაშავებულის შესახებ ვრცელდებოდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19-109 და 236 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებას ითვალისწინებს.
აფეთქება თბილისში დღეს დილით მოხდა.
თვითმხილველების თქმით, აფეთქდა ხელყუმბარა, რომელიც ერთმა პირმა მეორეს ესროლა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს