
ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მოლაპარაკების თემებს პირადად ბიძინა ივანიშვილთან ათანხმებდა და სწორედ ივანიშვილმა თქვა უარი დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე.
"მოლაპარაკების მეორე რაუნდმაც დაამტკიცა, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის, იმაზე უფრო ირაციონალურია, იმაზე უფრო არაგონივრულ გადაწყვეტილებებს იღებს, ვიდრე ოდესმე შეუძლია ვინმეს წარმოიდგინოს. ჩვენ რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, ბიძინა ივანიშვილთან თანხმდებოდა აღნიშნული მოლაპარაკების დეტალები, მათ შორის გუშინ ჩანიშნული ორი პოლიტსაბჭო "ქართული ოცნების" მიანიშნებდა იმას, რომ "ოცნება" რეალურად ბიძინა ივანიშვილთან ათანხმებდა ამ საკითხებს. ამდენად, ბოლო მომენტში, ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ საერთოდ არაფერი დათმოს. ამის დამადასტურებელი იყო "ოცნების" უარი ამ დოკუმენტზე, მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა, თუნდაც მინიმალური რეფორმები განეხორციელებინათ", -განაცხადა ბოკუჩავამ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს