
ავტორი
Front News საქართველო
ბოლო მონაცემებით, ჰონკონგში მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში ხანძარს 65 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 70 დაშავდა, 300-მდე კი დაკარგულად ითვლება.
საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ხანძარი გაჩნდა, რვა შენობისგან შედგება და ორი ათასამდე ბინას ითვლის. კომპლექსში 4 600 ადამიანი ცხოვრობდა. ბინებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და შენობების ფასადს გარშემო ბამბუკის ხარაჩოები და მწვანე ბადე ჰქონდა. ვარაუდობენ, რომ ცეცხლი თავდაპირველად სწორედ ხარაჩოებს გაუჩნდა.
სამაშველო სამსახურები ცეცხლს ერთ დღეზე მეტ ხანს ებრძოდნენ და ზედა სართულებზე ბინებში ჩარჩენილი ადგილობრივი მცხოვრებლების გადარჩენას ცდილობდნენ.
პოლიციამ მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიის ორი დირექტორი და ინჟინერ-კონსულტანტი დააკავა. კომპანიის ოფისში ჩატარებული ჩხრეკის დროს ამოღებულია დოკუმენტები, კომპიუტერები და მობილური ტელეფონები.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს