ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1762-მდე გაიზარდა


ავტორი
Front News საქართველო
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1762-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (AFAD) მიწისძვრებისა და რისკის შემცირების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ორჰან თათარმა განაცხადა.
მისივე თქმით, დაშავებულია 12 680 ადამიანი.
როგორც მან აღნიშნა, სტიქიის შედეგად 6 800 შენობა ჩამოინგრა.
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 12 თებერვლის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით ეროვნული გლოვა გამოაცხადა.
თურქეთის პროვინცია კაჰრამანმარასში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გამთენიისას მოხდა. ის ასევე შეეხო სირიის პროვინციებს ალეპოს, ლატაკიას, ჰამასა და ტარტუსს. იქ ბოლო მონაცემებით 593 ადამიანი დაიღუპა და 1,4 ათასზე მეტი დაშავდა.
დამაგრეველ მიწისძვრას თურქეთი საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თაგები:
თურქეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს